ამერიკაში ონლაინ შოპინგით მოსარგებლეთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა

კორონავირუსის ეპირემიის გამო ამერიკაში ონლაინ შოპინგით მოსარგებლეთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. თუ აქამდე ამ სერვისით მოსახლეობის მხოლოდ 4% სარგებლობდა, ახლა ამ რიცხვმა 41%-ს გადააჭარბა. როგორც CNN წერს, ამერიკული მსხვილი სუპერმარკეტების ქსელის Walmart-ის ონლაინ შეკვეთის აპლიკაციის გადმოწერის მაჩვენებელმა კი 218%-ით მოიმატა.

როგორც CNN წერს, ყველასთვის ცნობილია, რომ ვებსაიტებზე წიგნების და ღვინის შეძენაა შესაძლებელი, ასევე საჭმლის შეკვეთა მსოლიოს მასშტაბით პოპულარულია, თუმცა საყოფაცხოვრებო ნივთებისა და პროდუქტებს გამოძახება ამერიკისთვის დიდი სიახლე იყო და ჯერ კიდევ წინა წელს, ამერიკელი მოსახლეობის მხოლოდ 4% ყიდულობდა პროდუქტებს ონლაინ საიტებზე.

სახლიდან გაუსვლელად პროდუქტების საყიდლად აუცილებელია სპეციალური აპლიკაციის, მაგალითად: „Walmart's grocery“-ის გადმოწერა, შემდეგ სასურველი პროდუქტების არჩევა და სუპერმარკეტი მას დღის ბოლომდე მოგიტანთ.

სულ რადენიმე თვეა, ახალი კორონავირუსით გამოწვეული საფრთხის გამო, ონლაინ გაყიდვებმა რეკორულ მაჩვენებელს მიაღწია და ახლა ამერიკაში ონლაინ გამოძახებით მოსახლეობის უმეტესობა სარგებლობს. Walmart's grocery-ის აპლიკაციის გადმოწერის მსურველთა რაოდენობა ჯერ 160%-ით, შემდეგ კი 218%-ით გაიზარდა, ეს მაჩვენებლი ამ ბიზნესისთვის რეკორდული აღმოჩნდა და სუპერმარკეტთა საშუალო მოგებაც შესაბამისად გაიზარდა.

გამოცემის ინფორმაციით, დღეს ამერიკელი მოსახლეობის 41% უკვე ონლაინ „შოპინგზე“ გადავიდა, პროდუქტების ონლაინ შეძენისთვის განკუთვილი აპლიკაციები ყველა ასაკის მომხმარებლისთვის მარტივად გასაგებია და ამას სუპერმარკეტის წარმომადგენლებიც ადასტურებენ.

„ჩვენ ვხედავთ, რომ აპლიკაციას 60 წელს გადაცილებული მომხმარებლებიც უერთებიან და მათი რიცხვი ნელ-ნელა მატულობს. ვიცით, რომ მაღაზიაში სასიარულოდ ცუდი დროა, ეს ახალი გამოწვევა კი ყველა ადამიანზეა მორგებული, ამ ბოლო პერიოდში შესამჩნებად გაიზარდა მომხმარებელთა რაოდენობა და ვიმედოვნებთ, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მოიმატებს“,- აღნიშნა სუპერმარკეტ Walmart -ის წარმომადგენელმა.

მოამზადა ელენე მეტრეველმა