დღეს, როგორც არასდროს, ფინანსური ოპერაციების ონლაინ, დისტანციურად შესრულების საჭიროება ყველაზე დიდია.
საქართველოში ინტერნეტ და მობილ ბანკი დიდი ხანია, პოპულარობით სარგებლობს. მოქალაქეების ნაწილს ბანკის ფილიალში მისვლას, ფინანსური საკითხის ონლაინ სერვისების მეშვეობით გადაჭრა ურჩევნია.
კორონავირუსის მსოფლიო პანდემიად გამოცხადების შემდეგ, ბანკებმა ონლაინ სერვისები კიდევ უფრო დახვეწეს. „საქართველოს ბანკმა“ ფაქტობრივად, ვირტუალური ფილიალი შექმნა, რომელიც მარტივი და ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. ამასთან, ბანკმა მომხმარებლებს კიდევ უფრო მორგებული პირობები შესთავაზა.
რა სერვისების შესრულებაა შესაძლებელი „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ და მობილბანკის მეშვეობით?
· კომუნალური გადასახადების გადახდა ყოველგვარი საკომისიოს გარეშე;
· მობილურის ბალანსის უფასოდ შევსება;
· ჯარიმების გადახდა საკომისიოს გარეშე;
· თანხის ნებისმიერი მიმართულებით, ყველა ვალუტაში გადარიცხვა;ასევე უფასოა
· ამონაწერის სხვადასხვა ფორმატში ამოღება;
· საჭიროების შემთხვევაში, ბარათის დაბლოკვა ან განბლოკვა;
· მობილბანკით და ინტერნეტ ბანკით შესაძლებელია, საერთაშორისო ფულადი გზავნილების მიღება ;
· მობილბანკით რამდენიმე წამში სესხის აღებაც შესაძლებელია;
· ინტერნეტბანკით მომხმარებლებს სამომხმარებლო სესხის მოთხოვნა შეუძლიათ;
· საჭიროების შემთხვევაში, მობილბანკში თანხა შეღავათიანი კურსით დაკონვერტირებაც შესაძლებელია;
· ანაბრის მობილბანკით გახსნის შემთხვევაში, უკეთესი პირობების მიღებაა შესაძლებელი;
· ინტერნეტ და მობილბანკისა და „საქართველოს ბანკის“ ვებ-გვერდის მეშვეობით მომხმარებლებს ბარათის უფასოდ დამზადების მოთხოვნაც შეუძლიათ.
საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების თანახმად, ორგანიზაციათა დიდი ნაწილი დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. ფიზიკური პირების მსგავსად, იურიდიულ პირებსაც ესაჭიროებათ სხვადასხვა ოპერაციის შესრულება, რისთვისაც ბიზნეს ინტერნეტბანკი ფუნქციონირებს.
„საქართველოს ბანკში“ განმარტავენ, რომ ბოლო პერიოდში, ბიზნეს ინტერნეტბანკი განსაკუთრებით აქტუალური გახდა, რადგან მომხმარებლებს შეუძლიათ, ფილიალში მიუსვლელად მართონ კომპანიის ფინანსები, აკონტროლონ ტრანზაქციები და დეპოზიტები, მოითხოვონ დაფინანსება, მართონ ბარათები და უბრალოდ, შეარულონ ნებისმიერი ოპერაცია.
მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, საკვები პროდუქტებისა თუ საოჯახო ქიმიის შესაძენად, სახლის პერიოდულად დატოვება მაინც უწევს. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, მარკეტებსა თუ აფთიაქებში ჰიგიენასთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვა და ნაკლები კონტაქტი გვქონდეს როგორც ადამიანებთან, ისე სხვადასხვა ზედაპირთან.
მედიკოსების რეკომენდაციის შესრულებაში დიდ როლს ასრულებს Tsk App და Apple Pay. უკონტაქტო გადახდებისთვის აიფონის მფლობელებს Apple Pay დაეხმარება, ანდროიდის მფლობელებს კი - Tsk App. ამ მეთოდებით შესაძლებელია, ნაღდი ფულის გამოყენებითვის თავის არიდება, რისი რეკომენდაციაც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გასცა. ინფექციის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად, ბარათით ან მობილური ტელეფონით ანგარიშსწორება გაცილებით უსაფრთხოა.
ვინც ჯერ კიდევ არ სარგებლობს მობილბანკით, თუმცა ფინანსური ოპერაციების ონლაინ შესრულება სურს, მისი გადმოწერისა და რეგისტრაციის პროცედურა მარტივია:
სერვისებით სარგებლობისთვის თავდაპირველად, მობილბანკის აპლიკაცია უნდა გადმოვწეროთ. ანდროიდის მფლობელებმა Google Play-ის, ხოლო აიფონის მფლობელებმა Apple Store-ის საძიებო სისტემაში BOG mBank უნდა ჩაწერონ და აპლიკაცია ჩამოტვირთონ. შემდეგი ნაბიჯი რეგისტრაციის გავლაა. ამისათვის საჭიროა აპლიკაციის გახსნა და სარეგისტრაციო ველში შესვლა. შემდეგ ბარათის თექვსმეტნიშნა კოდი უნდა შევიყვანოთ. შემდეგი ნაბიჯი ბარათის მოქმედების ვადის მითითებაა, მომდევნო კი CVV ანუ ბარათის უკანა მხარეს მითითებული კოდის ბოლო სამი რიცხვის შეყვანა (American Express-ის შემთხვევაში ბოლო ოთხის).
აღნიშნული დავალებების შესრულების შემდეგ, უნდა ამოვირჩიოთ ბანკში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციიდან ერთ-ერთი, რომელზეც ერთჯერადი კოდის მიღება გვსურს. მინიჭებული კოდის მიღებისა და შეყვანის შემდეგ, პაროლის ჯერი დგება, რომელიც მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად უნდა შევიყვანოთ და რეგისტრაცია დასრულებულია.
ამის შემდეგ, „საქართველოს ბანკის“ ვირტუალური ფილიალის ყველა სერვისის გამოყენება შესაძლებელია.
აპლიკაცია იხილეთ ბმულზე