აშშ-მა რუსეთს სავაჭრო პრეფერენციები შეუმცირა

აშშ-მა რუსეთს სავაჭრო პრეფერენციები შეუმცირა. თეთრი სახლის ინფორმაციით, შესაბამის დოკუმენტს ქვეყნის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოაწერა ხელი.

როგორც თეთრი სახლის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთი ეკონომიკურად საკმაოდ გავითარებული და კონურენტუნარიანი ქვეყანაა და მას აღარ სჭირდება პრეფერენციები, რომლებსაც განვითარებადი ქვეყნები იღებენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესს ჯერ კიდევ მაისში მიმართა რუსეთისთვის სავაჭრო შეღავათების მოხსნის თაობაზე.

პრეფერენციათა განზოგადებული სისტემა (GSP) აშშ-ის სახელმწიფო პროგრამაა, რომელის შეღავათებს ითვალისწინებს ქვეყნის სავაჭრო პარტნიორებისთვის. ამჟამად ამ შეღავათებით 100-მდე ქვეყანა სარგებლობს.