დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, საზოგადოებას მოუწოდებს, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები გაითვალისწინონ, განურჩევლად სტატუსისა თუ რელიგიური აღმსარებლობისა. როგორც გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს, მხოლოდ ასეა შესაძლებელი ამ გამოწვევის დაძლევა.
“ჩვენი, როგორც საზოგადოების, ვალდებულებაა ამ შემთხვევაში გავუფთხილდეთ ერთმანეთს, არ დავაზიანოთ ერთმანეთი. გაუფრთხილებლობით შეიძლება უბრალოდ მოვკლათ სხვა ადამიანი და ეს ადამიანი შეიძლება ჩვენი ძალიან ახლობელიც აღმოჩნდეს (ეს არ არის გადაჭარბებულად ნათქვამი). ძალიან გთხოვთ, გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რასაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ და ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის - სოციალური დისტანცირება. ეს რეკომენდაციები გასათვალისწინებელია უკლებლივ ყველასთვის, მიუხედავად სატატუსისა თუ რელიგიური აღმსარებლობისა, აბსოლუტურად ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის. მხოლოდ ასე შევძლებთ ამ გამოწვევის დაძლევას”, - წერს გამყრელიძე.
ცნობისთვის, ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი 7 მარტს დაუდასტურდა.