მარნეულის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი - საკარანტინო უბნებზე გავდივართ და ვიწყებთ მოსახლეობის შემოწმებას

,,საკარანტინო უბნებზე გავდივართ და ვიწყებთ მოსახლეობის შემოწმებას“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან” საუბარში მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. დეზინფექცია უტარდება ტერიტორიაზე შემავალ და გამომავალ ტრანსპორტს. დაკეტილია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიებისა.