„სილქნეტის“ ოფისები დროებით დაიხურა

ახალი რესპირატორული ვირუსის COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, სილქნეტმა ადრეული ეტაპიდანვე მიიღო ყველა საჭირო ზომა.

კომპანიის ცნობით, ამის მიზანი, თანამშრომლებისა და მომხმარებლის, ასევე მთელი საზოგადოების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვაა.

„კომპანია ითვალისწინებს რა დაავადებათა კონტროლის ცენტრის და მთავრობის რეკომენდაციებს, დახურა აეროპორტებში მდებარე მომსახურების ოფისები და მაქსიმალურად გადაიყვანა ყველა მომსახურება ონლაინ რეჟიმში, შეახსენა მომხმარებელს თვითმომსახურების ყველა სერვისის შესახებ, რათა შეეზღუდა ოფისში მომხმარებელთა მისვლის აუცილებლობა, ასევე, ქოლ ცენტრმა შეითავსა დამატებითი დისტანცირებული მომსახურება. ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ოფისებში მისვლა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში დასჭირვებოდათ სილქნეტის აბონენტებს (მაგ; სიმ-ბარათის შეცვლა, პორტირება, ა.შ.). მეტი პრევენციისთვის, სილქნეტმა მიიღო გადაწყვეტილება და 19 მარტიდან, დროებით, დახურა ყველა მომსახურების ოფისი, მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია რეგულარულად შეახსენებს თავის მომხმარებელს ყველა იმ ონლაინ მომსახურების საშუალებების შესახებ, რაც მათ დაეხმარება საჭირო სერვისის/პროდუქტის გასააქტიურებლად და სხვა მომსახურების მისაღებად. 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას სილქნეტის ქოლ ცენტრი. დამატებითი ინფორმაციის და/ან მომსახურების მისაღებად, დარეკეთ ქოლ ცენტრში - 2 100 100. იხილეთ სილქნეტის მობილური და ფიქსირებული მომსახურებების ჩამონათვალი, რომელთა მეშვეობით აბონენტები მიიღებენ ყველა საჭირო სერვისს:

  • აპლიკაცია my silknet
  • USSD Menue *100OK
  • ინტერნეტ პაკეტები - *135#ok
  • ცხელი ხაზი - 2100100
  • ვებ-ჩატი (ონლაინ დახმარება) და ფეისბუქის მესინჯერი
  • ვებ გვერდი
  • Silk G,“-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

პრევენციის მიზნით, 19 მარტიდან, სილქნეტის ოფისები დროებით დაიხურება. მიიღეთ სერვისები სახლიდან გაუსვლელად აპლიკაციისა და პორტალის მეშვეობით My Silknet, ასევე, 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას სილქნეტის ქოლ-ცენტრი - 2 100 100. დეტალურად - http://bit.ly/2Qu6dp8

#დარჩისახლში და გაიმარტივე ყოველდღიურობა სილქნეტის სერვისებით.

თაია არდოტელი