რამდენი პენსიონერი ცხოვრობს მარნეულსა და ბოლნისში

მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დაწესდა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გუშინდელი ბრძანებით, ორივე მუნიციპალიტეტში იზღუდება შესვლა-გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მედიკამენდების, საკვების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. კარანტინი ახალი კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება.

ცნობისთვის, ხელისუფლების გადაწყვეტილების შესაბამისად, მკაცრ საკარანტინო ზონაში მთლიანად 162 ათასზე მეტი ადამიანი მოექცა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის 1-ლი იანვრის მდგომარებით მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა რაოდენობა 106 778-ს, ბოლნისის კი - 55 444-ს კაცს შეადგენს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ორივე მუნიციპალიტეტში ჯამში, 26 501 პენსიონერი ცხოვრობს. კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის თებერვლის მონაცემებით, მარნეულის რაიონში პენსიის მიმღებთა რიცხვი 16 083 კაცს, ხოლო ბოლნისის რაიონში - 10 418-ს შეადგენს. რაიონებში პენსიის გაცემის მიზნით, გადარიცხული თანხა კი, შესაბამისად, 3 566 341 და 2 306 237 ლარია.

პენსია არის ყოველთვიური სახელმწიფო გასაცემელი, რომელსაც ღებულობს საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეთა, ასევე, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე, კანონიერ საფუძველზე, მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე საპენსიო ასაკის პირები, მათი მინიმალური საარსებო საშუალებით უზრუნველყოფის მიზნით.

თაია არდოტელი
„ქვეყანას არ ეყოფა რესურსი, მთელი სოფლები და რაიონები კარანტინში განათავსოს“
საქართველო "კორონაეკონომიკის" ეპოქაში
აშშ-ში საქართველოს საელჩო ქართველ სტუდენტებს მიმართავს