გაერო კორონავირუსთან ბრძოლის მსოფლიო ფონდს შექმნის, რომლის მეშვეობითაც ქვეყნებს დაეხმარება ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
„მრავალი დონორის მიერ დაფინანსებული ფონდი გაეროს ეგიდით ჩვენს პარტნიორებს დაეხმარება უფრო ეფექტური ზომები განახორციელონ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ინე ერიქსენ სოერიედემ.
ფონდის მიზანია დახმარება გაუწიოს განვითარებად ქვეყნებს, რომელთაც სუსტი ჯანდაცვის სისტემა აქვთ.
ცნობისთვის, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების დაახლოებით 340 000 შემთხვევაა დაფიქსირებული.