თანამედროვე მსოფლიო და, მასთან ერთად, ჩვენი ქვეყანაც, უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, რაც ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული მზრუნველობის აუცილებლობას განაპირობებს.
ინოვაციური ფორმატის მქონე ახალი უბნის, „m3 საბურთალოს“ გაყიდვებიდან მიღებული შემოსვლიდან 100 000 ლარი სწორედ COVID19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად გადაირიცხება.
„დღეს, ჩვენი ქვეყნისა და მთელი მსოფლიოსთვის ურთულეს პერიოდში, ყველას გვმართებს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენა, რათა გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ამით გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.
კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა უკვე აღარ არის მხოლოდ ექიმების საქმე. ისინი წინა ხაზზე იბრძვიან, მათთვის ზურგის გამაგრება კი თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა. სწორედ ამ მიზნით, ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, „,m2 დეველოპმენტი“ 100 000 ლარს გამოყოფს, რაც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და სიცოცხლის გადარჩენას მოხმარდება“. - განაცხადა ნიკოლოზ მეძმარიაშვილმა „m2 დეველოპმენტის“ გენერალურმა დირექტორმა.