ნებისმიერ ოფისს, მის მეპატრონეს ევალება, რომ დაიცვა წესები, საკუთარი თანამშრომლები და არ დაუშვას ერთ შენობაში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება, თუ ეს არ არის სპეციფიური წარმოება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თურნავას თქმით, კერძო ორგანიზაციებმაც იმ წესებით უნდა იხელმძღვანელონ, რაც საგანგებო ვითარებაში შეუფერხებელ მუშაობას ეხება.
„წესები, რითაც უნდა იხელმძღვანელონ კერძო ორგანიზაციებმა საგანგებო ვითარებაში იმისთვის, რომ შეუფერხებლად გააგრძელონ მუშაობა, არის ცნობილი, ეს არის ეპიდემიოლოგების მიერ მითითებული გაიდლაინების მკაცრი დაცვა, ეს ეხება წარმოებებს, ორგანიზაციებს, ნებისმიერ ოფისს, მათ მეპატრონეებს ევალებათ, რომ დაიცვან ეს წესები და დაიცვან საკუთარი თანამშრომლები და ასევე არ დაუშვან ერთ შენობაში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება, თუ ეს არ არის სპეციფიური წარმოება, თუ სხვაგვარად ეს არ ხორციელდება, ან თუნდაც მშენებლობა, აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან მკაცრად დავიცავთ ამ წესებს“, - განაცხადა თურნავამ.