ავიაკომპანიამ Dubai's Emirates-მა ახალი კორონავირუსის გამო 13 ქვეყანაში, 145 მიმართულებით ფრენები გააუქმა. როგორც ავიაკომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, მათ ამის შესახებ მგზავნერებს წინასწარ აცნობეს, თუმცა ზუსტი გადაწყვეტილება აქამდე მიღებული არ იყო. სიტუაციის გამწვავების შემდეგ, ვირუსი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მთავრობის გაფრთხილების საფუძველზე კომპანიამ ფრენები შეწყვიტა. ეს გადაწყვეტილება შეეხო ამერიკის, კანადის, ავსტრალიისა და სხვა ქვეყნების მიმართულებით დაგეგმილ ფრენებს.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კორონავირუსი გამო უკვე გაუქმეულია თითქმის ყველა ფრენა, ასევე გამკაცრებულია სასაზღვრო კონტროლი და გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ქვეყანაში ხალხთა მიმოსვლა შეზღუდულია. აბუ დაბიში დროებით დაკეტილია მაღაზიები, კინოთეატრები და დიდი კორპორაციები, ქალაქში მხოლოდ სუპერმარკეტები და აფთიაქები მუშაობს.
Dubai's Emirates-ის წარმომადგენლების თქმით, ფრენების შეწყვეტის მიუხედავად, ისინი მთელი მსოფლიოს მიმართულებით მედიკამენტებისა და საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთების თუ პროდუქტების გადატანას განაგრძობენ, ამ ეტაპზე მხოლოდ მგზავრთა გადაყვანაა შეუძლებელი. ამ რეგულაციის მიუხედავად, კომპანია თავის თანამშრომლებს 3 თვის განავლობაში ხელფასს მაინც გადაუხდის. დაბალი რანგის თანაშრომლები ხელფასს მთლიანად აიღებენ, შედარებით მაღალ თანამდებობაზე მყოფ პირებს კი ხელფასი 25% დან 50% მდე შეუმცირდებათ. კომპანიის დირექტორი, ტიმ კლარკიც 3 თვის განმავლობაში შემცირებულ ხელფასს აიღებს.
კომპანია ფრენებს წყვეტს მანამ, სანამ ვირუსის საშიშროება არ ჩაივლის და ქვეყანა თავისუფლად არ გახსნის საზღვრებს მსოფლიოსთან.
კორონავირუსის გავრცელების გამო, ავიაკომპანიები დაკისრებულ გადასახადებს და ზარალს რთულად უმკლავდებიან. საერთაშორისო ტრანსპორტის ასოციაციის თქმით, შუა აღმოსავლეთის ავიაკომპანიებმა და მათ შორის დუბაის ამირატებმა, კორონავირუსის გამო გუქმებული ფრენებისთვის 7 მილიარდამდე დოლარის ზარალი მიიღეს და 16 000-მდე მგზავრს ფრენა შეუწყვიტეს, ამან კი კომპანიებს ფინანსური ზარალის გარდა სხვა მრავალი პრობლემა შეუქმნა.
როგორც ცნობილია, დუბაის წამყვანმა Dubai's Emirates-მა 2019 წელს 237 მილიონი დოლარის მოგება ნახა და 58 მილიონამდე მგზავრი გადაიყვანა.
მოამზადა ელენე მეტრეველმა