საქართველოს მთავრობის და „ფეისბუქის” ადმინისტრაციის თანამშრომლობით, დღეიდან სოციალურ ქსელს www.StopCoV.ge-ს გრაფა ემატება.
მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს მთავრობის და „ფეისბუქის” ადმინისტრაციას შორის აქტიური თანამშრომლობის შედეგად, სოციალურ ქსელ „ფეისბუქს“ დაემატა გრაფა - „ახალი კორონავირუსი და მასშტაბური ღონისძიებები“, სადაც განთავსებულია ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ www.StopCoV.ge-თან დაკავშირებით.
„ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქების დროს მასშტაბური ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას იხელმძღვანელეთ საქართველოს მთავრობის პლატფორმაზე გამოქვეყნებული მითითებებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე www.StopCoV.ge “, - ვკითხულობთ „ფეისბუქზე“.