გერმანიის ეკონომიკამ კორონავირუსის გამო შესაძლოა, 255-დან 729 მილიარდ ევრომდე დაკარგოს

გერმანიის ეკონომიკამ კორონავირუსის გამო შესაძლოა, 255-დან 729 მილიარდ ევრომდე დაკარგოს. ამის შესახებ მონაცემების ეკონომიკური ინსტიტუტი IFO აქვეყნებს.

როგორც ინსტიტუტის ხელმძღვანელი კლემენს ფუსტი აცხადებს, კორონავირუსით გამოწვეულმა დანაკარგებმა, შესაძლოა, გადააჭარბოს ბოლო ათწლეულების განმავლობაში გერმანიაში არსებული ეკონომიკური კრიზისების ან სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებულ მთლიან ზარალს.

”სცენარიდან გამომდინარე, ეკონომიკა შემცირდება 7.2-20.6 პროცენტული პუნქტით. ეს 255-დან 729 მილიარდ ევრომდე ზარალის ტოლფასია,” - დასძინა მან.