„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თხელიძე აცხადებს, რომ მსესხებლების ძალიან დიდმა ნაწილმა 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის სურვილი გამოთქვა და პროცესი ეფექტურად მიმდინარეობს.
„ძალიან დიდი ნაწილი ჩაერთო ამ პროცესში. ეფექტურად მიმდინარეობს. არის ასევე საკმაო რაოდენობა, ვისაც არ სჭირდება გადავადება“, - აღნიშნა თხელიძემ საკითხის კომენტირებისას.
რაც შეეხება მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმთან გამართულ შეხვედრას, რომელსაც ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, თხელიძე აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე არსებული მდგომარეობა განიხილეს. მისი თქმით, საფინანსო სექტორი მზადაა, რომ უწყვეტად გააგრძელოს მუშაობა.
„დავუდასტურეთ, რომ საბანკო სერვისის მიწოდება ყველა რეგიონში უწყვეტად ხდება. მეორე საკითხი იყო, რა უნდა გაკეთდეს ბიზნესის მხრიდან თანამშრომლების ჯანმრთელობის დასაცავად და იმ ბიზნეს სექტორებმა, რომლებსაც შეგვიძლია მუშაობის გაგრძელება, როგორ უნდა შევუწყოთ ამას ხელი. ალბათ, აქ პასუხისმგებლობის გადანაწილებაზეა, ძალიან ბევრი ქმედებაა მთავრობის მხრიდან, ბანკები ინტენსიურად ვმუშაობთ ყველა ბიზნესთან, რომელიც გაჩერდა ამ პრობლების გადალახვაში“,-განაცხადა გიორგი თხელიძემ.
შეგახსენებთ, საბანკო სექტორმა მსესხებლებისთვის სესხის დაფარვის სამთვიანი საშეღავათო პერიოდი გამოაცხადა.