5 სამაგიდო თამაში, რომელიც ოჯახის ყველა წევრს გაართობს

სამაგიდო თამაშები განსაკუთრებით აქტუალური 90-იან წლებში იყო. მაშინ, როცა არ ვიყავით განებივრებული ინტერნეტით და არც კომპიუტერული თამაშები არსებობდა. დრომ ყველაფერი შეცვალა. სამაგიდო თამაშები - კომპიუტერულმა თამაშებმა ჩაანაცვლა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას ბევრი უპირატესობა გააჩნია. მაგალითად, ის ოჯახის წევრებს ერთი მაგიდის გარშემო აერთიანებს.

საბავშვო სამაგიდო თამაშები დიდი ხანია აღარ არის უბრალოდ გართობის საშუალება. ყოველ წელს დიდი რაოდენობით თამაში გამოდის და თითქმის ყოველი მათგანი ატარებს დამატებით ფუნქციებს. მაგალითად, თამაშის შეუძლია დაეხმაროს ბავშვს ემოციურ განვითარებაში, გააუმჯობესოს ხელების მოტორიკა, მოამზადოს სკოლისთვის და ასწავლოს ლოგიკური აზროვნება.

რა ვაკეთო სახლში? - ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალური სწორედ ამ პერიოდშია. მსოფლიოში არსებულმა ვითარებამ ოჯახები იზოლაციაში მოაქცია. მოწყენილობასთან ბრძოლის ბევრი საშუალება არსებობს. სამაგიდო თამაშები კი ერთ-ერთი მათგანია.

წარმოგიდგენთ ხუთ სამაგიდო თამაშს, რომლებიც დროის მხიარულად გატარებაში დაგეხმარებათ და რომელთა შეძენასაც სახლიდან გაუსვლელად, - readersland.ge-ზე შეძლებთ!

1. "ზეზვა და მზია"

სამაგიდო თამაში - "ზეზვას და მზიას თავგადასავალი" - წარმოსახული რეალობის მოწმედ გაქცევთ, თუკი ამ თამაშით გართობას მოინდომებთ. ამ რთულ და საინტერესო გზაზე, რასაც ჩვენი წინაპრებi გაივლიან, ვიდრე აფხაზეთში ჩავლენ, თქვენ მათი თანამგზავრები იქნებით. ემოციურად და ინტელექტუალურად დაეხმარებით როგორც მათ, ისე საკუთარ თავს, რომ ბევრი რამ გაიგოთ ჩვენს წინაპრებზე, ჩვენს ქვეყანაზე, მის კულტურაზე და ამასობაში, თამაშ-თამაშით ჩახვალთ ზეზვასთან და მზიასთან ერთად საოცნებო აფხაზეთში, სადაც აუცილებლად დავბრუნდებით.

2. „განძის კუნძული“

ვის არ გიოცნებიათ მეკობრეობაზე და განძის პოვნაზე?თამაში ავითარებს რეფლექსებს, ანალიზისა და ტაქტიკური აზროვნების უნარებს. თამაშის პრინციპი: მოთამაშეებმა გემიდან განძის კუნძულამდე უნდა მიაღწიონ. ვინც პირველი მიაღწევს განძის ადგილსამყოფელს, გამარჯვებულია! ასაკი 4+; თამაშობს 2-4 მოთამაშე; თამაშის დრო 10+ წუთი.

3. "დევების ციხესიმაგრე"

ითამაშე "დევების ციხესიმაგრე" მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. გარდა იმისა, რომ სათამაშო დაფაზე დევებს დაამარცხებ, დიდი მხიარულება და ჟრიამული გელის.

4. მხიარული დომინო

დომინოს ეს ვერსია იდეალურია, თუ სახლში პატარები გყავთ. დომინოს თამაში კიდევ უფრო სახალისო გახდება, რადგან სათამაშო ფიგურებზე ყველასათვის საყვარელი გმირები - თოვლის გუნდა და მისი მეგობრები არიან.

5. „თოვლის გუნდა“

ძალიან სახალისო თამაში მთელი ოჯახისთვის, რომელიც უფროსებს ბავშვობაში დააბრუნებს.

#დარჩისახლში #აქციემდგომარეობაშესაძლებლობად

გისურვებთ ჯანმრთელობას!