საგარეო საქმეთა მინისტრი ქართულ დიასპორას მიმართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ქართულ დიასპორას მიმართავს. მიმართვის ტექსტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული,ეტაპობრივად და მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით, მოხდება მიმართულებების განსაზღვრა და ფრენების განრიგის დაგეგმვა.

"ძვირფასო თანამემამულეებო,

სრულად ვაცნობიერებთ, რომ არსებულმა ვითარებამ განსაკუთრებული სირთულეების წინაშე დააყენა საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეები; ბევრი მათგანი ვერ ახერხებს სამშობლოში დროულად დაბრუნებას; ბევრი მათგანი იმყოფება მაღალი დაინფიცირების ქვეყნებში და შედეგად, განსაკუთრებული სტრესის ქვეშ.

მინდა მოგმართოთ ყველას და დაგამშვიდოთ,საქართველოს მთავრობის უმთავრეს ამოცანად რჩება, უპირველესად, ჩვენი მოსახლეობის და საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების უსაფრთხოების, ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა.ჩვენმა სახელმწიფომ, მსოფლიოში არსებული ამ რთულ ვითარებაში, გამოიჩინა განსაკუთრებული ეფექტურობა და ამ დრომდე სამაგალითოდ შეძლო ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის ზომების გატარება, რაც აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მხრიდან.

თქვენთვის ცნობილია, რომ გლობალურად, საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, იმისათვის, რომ ჩვენს თანამემამულეებს მისცემოდათ სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა, პრემიერ-მინისტრთან არსებულმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოდან ევროპის მიმართულებით ფრენები განეხორციელებინა კომპანია „საქართველოს ავიახაზებს“.სწორედ საბჭოს გადაწყვეტილებითვე, ეტაპობრივად და მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით, მოხდება მიმართულებების განსაზღვრა და ფრენების განრიგის დაგეგმვა.

უახლოესი კვირების განმავლობაში საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეების საქართველოში დაბრუნების მიზნით, განხორციელდება კომპანია "საქართველოს ავიახაზების" სპეციალური კომერციული რეისები შემდეგი მიმართულებებით:

23 მარტი - თბილისი-ბერლინი-ბათუმი. 24 მარტი - ათენი-თბილისი-ათენი (შეასრულებს „ეგეოსის ავიახაზები“); 26 მარტი - თბილისი-ვენა-თბილისი; 31 მარტი - თბილისი-ამსტერდამი-თბილისი; 3 აპრილი - თბილისი-ვარშავა-თბილისი; 7 აპრილი - თბილისი-ათენი-თბილისი; 10 აპრილი - თბილისი-ლარნაკა-თბილისი.

რათქმაუნდა, ჩვენვმუშაობთასევეშემდგომირეისებისდაგეგმვაზე.ხაზგასმითვაცხადებთ, რომსაქართველოსმოქალაქეები, დაგეგმილიჩარტერულირეისებისსაშუალებით, ეტაპობრივადდაბრუნდებიანსამშობლოში. მნიშვნელოვანია, რომსაქართველოშიშემოსულიყველამგზავრიუზრუნველყოფილიიყოსსათანადოსაკარანტინომომსახურებით, რათამინიმუმამდედავიყვანოთროგორცპირადადმათი, ისემათიახლობლებისდაინფიცირებისშესაძლებლობა. სწორედამიტომ, მოქალაქეთადაბრუნებისპროცესშიგვმართებსმეტისიფრთხილე, იმისათვისრომქვეყანაშიარსებულიჯანდაცვისრესურსებირაციონალურადიქნასგადანაწილებული.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ ჩვენი თანამემამულეების დასახმარებლად.

დღეს, ამ მომენტში, ქართველი დიპლომატების მთავარი საზრუნავი არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა და მათი თანადგომა. 24 საათიან რეჟიმში ვიღებთ მონაცემებს მათი საჭიროებების შესახებ.

ვიყენებთ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ რესურსს; ხშირად დიპლომატების პირადი სახსრებით ხდება მოქალაქეებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა.

ჩვენ ვმუშაობთ და ავამოქმედებთ დამატებით მექანიზმს, მათ შორის, დიასპორული ორგანიზაციების, საპატიო კონსულების ინსტიტუტის აქტიური ჩართულობით, რათა უცხოეთში მყოფი არცერთი ჩვენი მოქალაქე, ამ ურთულეს პერიოდში არ დარჩეს ელემენტარული - პირველადი საჭიროებების გარეშე.

საქართველო, მიუხედავად მისი მწირი რესურსისა, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, ვინც ეპიდემიის აფეთქების კერებიდან ოპერატიულად გამოიყვანა თავისი მოქალაქეები და შედეგად, 3000-მდე საქართველოს მოქალაქე დავაბრუნეთ სამშობლოში, მაშინ, როდესაც ეს მარტივად გადასაჭრელი საკითხი არ აღმოჩნდა ბევრი სახელწმიფოსთვის, რომლებმაც თავიდანვე განაცხდეს, რომ არ განიხილავდნენ საზღვარაგრეთ დარჩენილი საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხს.

ჩვენი მოქალაქეების ორგანიზებული გამოყვანა მოხდა:ჩინეთიდან - სადაც განხორციელდა ერთი ჩარტერული რეისი და ამას გარდა, ორჯერ, ჩვენი პარტნიორების - საფრაგეთისა და თურქეთის დახმარებით გამოვიყვანეთ ჩვენი მოქალაქეები.იტალიიდან - სადაც განხორციელდა ორი ჩარტერული რეისი და დღემდე ვრჩებით ერთადერთ სახელმწიფოდ, ვინც ორგანიზებულად წამოიყვანა საკუთარი მოქალაქეები.ირანიდან - სადაც განხორციელდა ერთი ჩარტერი და ამას გარდა, სახემელეთო გზით, ორგანიზებულად მოხდა მოქალაქეების წამიყვანა.პოლონეთიდან - სადაც პოლონურ მხარესთან და კომპანია “ლოტთან” მოლაპარაკებით, მაშინ, როდესაც პოლონეთი დახურული იყო საერთაშორისო ფრენებისთვის, განხორციელდა რამდენიმე ჩარტერული რეისი. ხოლო ის მოქალაქეები, რომლებმაც ვერ მოახერხეს გამომგზავრება და ადგილზე ურთულეს პირიბებში რჩებოდნენ, დავაბინავეთ.ბულგარეთიდან - სადაც, ჩაკეტილი საზღვრების გამო ბულგარეთ-თურქეთის საზღავრზე გაჩერებული საქართველოს 90 მოქალაქე გამოვამგზავრეთ სამშობლოში და დანარჩენი ადგილზე დავაბინავეთ.ეგვიპტიდან - საიდანაც, ფრენების გაუქმების შედეგად ჩარჩენილი სტუდენტები წამოვიყვანთ. უკრაინიდან - საიდანაც ჩარტერული რეისის გამოყენებით ჩამოვიდნენ საქართველოს მოქალეები და ასევე ათენი - საიდანაც მოხდება მათი გამომგზავრება უახლოეს დღეებში.

ამგვარი მაგალითები უამრავია და ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენს თანამემამულეებს ვეხმარებით, როგორც გამომგზავრებასთან დაკავშირებულ, ისე ადგილზე არსებული პრობლემების მოგვარებაში.

უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეები ჩვენი სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია, სწორედ მათი დაუღალავი შრომით და თანადგომით გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ არაერთი რთული პერიოდი და დღეს სამშობლო თქვენს გვერდით არის!",-აღნიშნულია მინისტრის მიმართვაში, რომელსაც საგარეო უწყება ავრცელებს.