ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბერლინიდან სპეციალური რეისით საქართველოს 180 - მდე მოქალაქე დაბრუნდა. მათი სამშობლოში დაბრუნება საქართველოს მთავრობის დახმრებით მოხდა.
მოქალაქეებს პირველადი სამედიცინო კონტროლი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩაუტარდებათ და შემდგომში საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.
მოქალაქეებს სპეციალური ტრანსპორტით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანენ.
კორონავირუსისთვის საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში კი მედიკოსები მათ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ .
აჭარაში საკარანტინო სივრცეში 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.