Yandex.Taxi-ში თბილისში გაჩნდა ახალი სერვისი „მიტანა“

დაავადებათა ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით სასურველია ხალხმრავლობისგან თავის არიდება და შეძლებისდაგვარად სახლში დარჩენა.

ასეთ სიტუაციაში მძღოლებისა და მომხმარებლებისთვის დახმარების გასაწევად Yandex.Taxi-მ თბილისში დანერგა ახალი სერვისი „მიტანა“. მისი დახმარებით მომხმარებლებს შეუძლიათ ახლობლებს გადასცენ ტანსაცმელი, საკვები, წამლები ან გაცვალონ მეგობრებთან ბავშვებისთვის განკუთვნილი სამაგიდო თამაშები, ხოლო მძღოლებს ეძლევათ საშუალება მიიღონ დამატებითი შეკვეთები.

„მიტანა“ შეგიძლიათ იხილოთ სხვა ტარიფებს შორის აპლიკაციაში. მომსახურებით სარგებლობისთვის საჭიროა მიმღების ტელეფონის ნომრის მითითება. ის მიიღებს SMS-ს საიტის ბმულით, სადაც შესაძლებელია მარშრუტზე ავტომობილის მოძრაობაზე თვალის მიდევნება. გზავნილის გასაგზავნად აუცილებელია მისი მიტანა მანქანასთან და მძღოლისთვის გადაცემა, ხოლო მიმღებისთვის – გასვლა და წამოღება, როდესაც ავტომობილი ადგილზე მივა. თბილისის მაცხოვრებლებისთვის ასევე ხელმისაწვდომია ოფცია „კარიდან კარამდე“ მცირეოდენი დამატებითი გადახდით. თუ აირჩევთ მას სურვილებში, მაშინ მძღოლი წაიღებს და გადასცემს გზავნილს პირდაპირ ბინის ან ოფისის კარებთან. ასევე კომენტარებში შეიძლება უკონტაქტო მიწოდების მითითება. მაშინ მძღოლი უბრალოდ წაიღებს გზავნილს კარებთან, მიიტანს საჭირო მისამართზე, დადებს მას და დაელოდება, სანამ მიმღები თვითონ აიღებს შეკვეთას.

გაგზავნა ირაკლი აბაშიძის 21-დან ვაჟა-ფშაველას გამზირის 45 ნომერში დაგიჯდებათ დაახლოებით 4.30 ლარი, ხოლო გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის მე-4 კორპუსიდან დავით გურამიშვილის 80 ნომერში - 5.00 ლარი. ამ სერვისისთვის ნაღდი ანგარიშსწორება არ არის გათვალისწინებული, გადახდა ხდება წინასწარ, აპლიკაციასთან მიბმული ბარათით. გადახდის ასეთი მეთოდი ამცირებს ინფექციის გადაცემის ალბათობას, რადგან არ არის საჭირო მძღოლთან კუპიურებისა და მონეტების გაცვლა.

მომსახურებას გაწევენ გამოცდილი მძღოლები, რომლებმაც გაიარეს სპეციალური სწავლება, აგრეთვე ინფორმირებულნი არიან ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით პროფილაქტიკური ზომების თაობაზე.

გაგზავნამდე ნივთი აუცილებლად უნდა შეიფუთოს კონვერტში, ყუთში ან პაკეტში. მნიშვნელოვანია, რომ გზავნილი ჩაეტიოს მანქანაში და არ იწონიდეს 20 კილოგრამზე მეტს. მაგალითად, მძღოლის მეშვეობით შეიძლება ჩემოდნის, საბუთების, ნივთებიანი პაკეტის გადაცემა. ხოლო ველოსიპედის, სარეცხი მანქანის, ტორშერის – არა.

Yandex.Taxi-ს უფასო აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS-ისა და Android-ისთვის ქართულ, ინგლისურ და სხვა ენებზე.

ფოტო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: bit.ly/33HCzC5

Yandex.Taxi-ს პრესსამსახური

ოლგა დემიანიუკი

pr@yandex-team.com