თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კლინიკაში კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტია, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოს დღეს დატოვებს. მისივე თქმით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის მქონე 32 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, ქვეყანაში კი ვირუსის მქონე 66 ადამიანია.
„ქვეყანაში ამ ეტაპზე არის 66 დადასტურებული შემთხვევა. ამ 66 დადასტურებული შემთხვევიდან 40 არის ჩვენს ცენტრში დადასტურებული შემთხევევა. ამ 40 დადასტურებული შემთხვევიდან ჩვენგან გამოჯანმრთელებული და გაწერილია 8 შემთხვევა. ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 32 პაციენტი და ამ 32-შიც ერთი გამოჯანმრთელებული კვლავ რჩება. უბრალოდ გუშინ კიდევ გადამოწმება სჭირდებოდა მის კლინიკურ მონაცემებს და დღეს, ალბათ, მეცხრე პაციენტიც დატოვებს ჩვენს ცენტრს და გამოდის, რომ 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს უკვე“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.