მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გამო საფონდო ბირჟებზე მდგომარეობა კვლავ არასტაბილური და რთულია, კრიპტოვალუტის ბაზარი აქტიურად იზრდება. Coindesk-ის მონაცემებით, ერთ დღეში Bitcoin-ის ღირებულება 10%-ით გაიზარდა და 6 569,17 დოლარს მიაღწია, Ethereum-ის 7%-ით გაიზარდა, ხოლო XRP-ის 5%-ით.
Coinmarketcap.com- ის თანახმად, საბაზრო კაპიტალიზაცია ანუ კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო ღირებულება დღეში 14 მილიარდი დოლარით გაიზარდა და მიაღწია 182.62 მილიარდ აშშ დოლარს.
მარტის დასაწყისში, კრიპტოვალუტა, სხვა აქტივების მსგავსად, დაზარალდა იმ პანიკის გამო, რომელიც კოროვირუსული ეპიდემიის და ნავთობის ფასების ვარდნას მოჰყვა მხოლოდ ერთ დღეს, მხოლოდ 8 მარტს კრიპტოვალუტის ბაზრის კაპიტალიზაცია 48%-ით შემცირდა.