მარნეულსა და ბოლნისში მკაცრ საკარანტინო ზონაში მთლიანად 162 ათასზე მეტი ადამიანი მოექცა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის 1-ლი იანვრის მდგომარებით მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა რაოდენობა 106 778-ს, ბოლნისის კი - 55 444-ს კაცს შეადგენს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ორივე მუნიციპალიტეტში ჯამში, 26 501 პენსიონერი ცხოვრობს. კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის თებერვლის მონაცემებით, მარნეულის რაიონში პენსიის მიმღებთა რიცხვი 16 083 კაცს, ხოლო ბოლნისის რაიონში - 10 418-ს შეადგენს. რაიონებში პენსიის გაცემის მიზნით, გადარიცხული თანხა კი, შესაბამისად, 3 566 341 და 2 306 237 ლარია.
გარდა ამისა, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის თებერვლის მდგომარეობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში - 1 969 სოციალური პაკეტის მიმღებია; ხოლო მარნეულის რაიონში - 3 359.