„შეაჩერეთ დროებით სავალუტო პუნქტების საქმიანობა“ - რას ურჩევს ფინანსისტი მთავრობას ლარის გაუფასურების შესაჩერებლად

„თუ ეროვნული ბანკი ფიქრობს, რომ ის პასუხისმგებელია მხოლოდ ინფლაციაზე, მაშინ დახედოს დღევანდელ მდგომარეობას და თუ ელემენტალური ეკონომიკური ცოდნა გააჩნია ვინმეს ამ სტრუქტურაში მიხვდება, რომ სავალუტო კურსის სწრაფი გაუფასურება ინფლაციურ პროცესებს აჩქარებს“, - წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ფინანსისტი ირაკლი ბერძენაძე.

ამასთან, ფინანსისტი მთავრობას ლარის გაუფასურების შესაჩერებლად რამდენიმე ღონისძიების გატარებას ურჩევს. „ბიზნესპრესნიუსი“ ფინანსისტის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„არაპროფესიონალიზმი და საკითხისადმი არასწორი დამოკიდებულება ახალი არ არის როგორც მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ასევე ეროვნული ბანკის მხრიდან, მაგრამ თუ ეროვნული ბანკი ფიქრობს, რომ ის პასუხისმგებელია მხოლოდ ინფლაციზე, მაშინ დახედოს დღევანდელ მდგომარეობას და თუ ელემენტალური ეკონომიკური ცოდნა გააჩნია ვინმეს ამ სტრუქტურაში მიხვდება, რომ სავალუტო კურსის სწრაფი გაუფასურება ინფლაციურ პროცესებს აჩქარებს.

იმოქმედეთ ბატონებო, თორემ შემდეგ თქვენივე დაქირავებული ექსპერტები გვეტყვიან: "წონასწორობის კურსი მოძებნა ლარმა".

  • შეაჩერეთ დროებით სავალუტო პუნქტების საქმიანობა
  • 5 კომპანია, რომელიც ვაჭრობს ბლუმბერგზე, სადაც 3 არის ბანკი და 2 მიკროსაფინანსო, დაუწესეთ მკაცრი დროებითი აკრძალვა
  • შეაჩერეთ ბანკთაშორის ბირჟაზე ოპერაციები
  • დააწესეთ დროებითი ფიქსირებული ბუფერი

ან გააკეთეთ ეს დღეს, ან მოემზადეთ სავალუტო კოლაფსისთვის, რომელსაც ვერ გააკონტროლებთ და საბოლოოდ მივიღებთ ჰიპერ ინფლაციას.