“სინერჯი კაპიტალი” თხილის მწარმოებლებს მიმართავს

პორტფელის გაფართოების მიზნით სინერჯი კაპიტალი ეძებს თხილის მოქმედ მწარმოებელს, რომელსაც ხარისხის სერტიფიკატები გააჩნია.

„მოგეხსენებათ ჩვენ ვაგრძელებთ პორტფელში კომპანიების დამატებას ჩვეული რიტმით. ამჯერად მივმართავთ თხილის მოქმედ მწარმოებლებს, რომ გამოგვეხმაურონ. ჩვენი არსებული პორტფელის შინაარსიდან გამომდინარე ძალიან კარგი სინერგიული ეფექტების შესაძლებლობები გვაქვს თხილის მწარმოებლებთან და სიამოვნებით გავიცნობდით ახლა დისტანციურ რეჟიმში.“ - აცხადებს სინერჯი კაპიტალის წარმომადგენელი.

დაინტერესებულ კომპანიას შეუძლია, შეეხმიანოს პორტფელის განვითარების ხელმძღვანელს, თამუნა ჭითაშვილს - tamuna@synergy.ge