ნათია თურნავას განცხადებით, ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში სურსათით მომარაგების პრობლემა არ შეიქმნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში სურსათით მომარაგების პრობლემა არ შეიქმნება.

„ჩვენ შეგნებულად ჩავკეტეთ ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტები და იქაა მკაცრი კარანტინის ზონა. ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ იქ რამის დეფიციტი შეიქმნება. მათ ყველაფერი ცენტრალიზებულად მიეწოდებათ. არანაირი პრობლემა, მათ შორის საკვები პროდუქტების მიწოდების, არ შეიქმნება, როგორც დანარჩენ საქართველოსაც არ შეექმნება ეს პრობლემა“, - აღნიშნა თურნავამ საკითხის კომენტირებისას.

შეგახსენებთ, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.