მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 1.3 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 1.3 პროცენტით გაიზარდა.

აღნიშნული ცვლილება განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 1.1 პროცენტიანი, ხოლო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.4 პროცენტიანი მატებით, რამაც, შესაბამისად, 0.62 და 0.43 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

„საქსტატის“ ცნობით, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 2.5 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.2 პროცენტიანი ზრდით, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

თაია არდოტელი