სილქნეტი არსებული და ახალი აბონენტებისთვის „ბუსტის“ აქციას იწყებს

დღეიდან 24 აპრილის ჩათვლით, სილქნეტი ოპტიკური ქსელის ინტერნეტ მომხმარებლებს “ბუსტის” აქციას თავაზობს.

20მბ/წმ -ით მომატებული ინტერნეტ სიჩქარე ერთი თვით ყველა მსურველს გაუაქტიურდება დამატებითი გადასახადის გარეშე. აღნიშნული პირობა ხელმისაწვდომია ახალი აბონენტებისთვისაც.

აქციის დასრულების შემდეგ, “ბუსტის“ ჩართვა სტანდარტული პირობით იქნება შესაძლებელი: 20მბ/წმ-ით ინტერნეტ სიჩქარის გაზრდა კვლავ 4 ლარი იქნება. აქციაზე რეგისტრაცია ცხელი ხაზის 2 100 100 და პორტალის mysilknet.com საშუალებით, ერთი თვის განმავლობაში.

(R)