აშშ-ის სენატმა და თეთრმა სახლმა რამდენიმედღიანი მოლაპარაკებების შემდეგ ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებისთვის 2 ტრილიონი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „ქალბატონები და ბატონებო, ჩვენ შევთანმხმდით. საბოლოოდ შეთანხმება მიღწეულია. ინტენსიური დისკუსიების შემდეგ, სენატმა ორპარტიულ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია“,-განაცხადა სენატის უმრავლესობის ხელმძღვანელმა, მიტჩ მაკკონელმა. მისივე თქმით, მსგავსი ინვესტიცია „ომისდროინდელი დონისაა ამერიკისთვის“.
ცნობისთვის, ეკონომიკის მასტიმულირებელი პაკეტი თავდაპირველად სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს, ხოლო შემდეგ მას ხელს ამერიკის პრეზიდენტი მოაწერს.