კახა კალაძის განცხადებით, უსახლკარო მოქალაქეებს, სურვილის შემთხვევაში, ლილოს თავშესაფარში მოათავსებენ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უსახლკარო მოქალაქეებს, სურვილის შემთხვევაში, ლილოს თავშესაფარში მოათავსებენ.

კალაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ლილოს თავშესაფარის ფართი არ იქნება საკმარისი, ისინი დამატებით ადგილებსაც გამოყოფენ.

„უსახლკაროებს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს ლილოს თავშესაფარი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ნახევრად ცარიელია. ვისაც სურვილი ექნება, ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, რომ მოვათავსოთ ამ თავშესაფარში. თუ გადაივსება და შეივსება ადგილები, შემდეგ დამატებით შეგვიძლია მოვაწყოთ ადგილები ისე, რომ სხვაგანაც შეგვეძლოს ადამიანების მიღება“, - განაცხადა კახა კალაძემ.