კომპანია Apple ახალი iPad-ის პრეზენტაციას გამართავს

კომპანია Apple ახალი iPad-ის პრეზენტაციას 16 ოქტომბერს გამართავს - ამის შესახებ Wall Street Journal იუწყება.

სავარაუდოდ, პრეზენტაციის დროს, კომპანია ასევე ახალ ოპერაციულ სისტემა X Yosemite-ს, საგადასახადო სისტემა Apple Pay-ს და iMac-ის ახალ კომპიუტერებსაც წარადგენს.

ცოტა ხნის წინ, Bloomberg წერდა, რომ 2015 წელს კომპანია Apple ყველაზე დიდი iPad-ის გამოშვებასაც გეგმავდა, რომლის ეკრანიც 12,9 დიუიმს გაუტოლდება. გარდა ამისა, გაფართოვდება პლანშეტების ფერთა გამაც და მას ოქროსფერი შეემატება.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ორი კვარტლის განმავლობაში Apple iPad-ის გაყიდვები შემცირებულია. 2010 წელს, როდესაც კომპანიამ პირველი ელექტრონული მოწყობილობა წარადგინა, გაყიდვებმა 5 მილიარდი დოლარი შეადგინეს, 2012 წელს - 32 მილიარდი დოლარი, ხოლო 2013 წელს iPad-ის გაყიდვებმა ისეთივე შემოსავალი მოუტანეს კომპანიას, როგორიც წინა წელს.