შანხაის და შენჟენის ბირჟებზე ინდექსები იზრდება

შანხაის და შენჟენის ბირჟებზე ინდექსები უკვე მეორე დღეა ზედიზედ იზრდება. „შანხაის კომპოზიტმა“ ვაჭრობის ბოლოს 2.17%-ით მოიმატა და 2781.59 პუნქტი შეადგინა. 2,30%-ით გაიზარდა კომპოზიციური SSE 50 ინდექსიც, რომელიც მოიცავს ამ საფონდო ბაზარზე 50 უმსხვილეს და ყველაზე ლიკვიდური კომპანიის წილს.

ამასთან, მეორე დღეა იზრდება ჩინეთის საავტომობილო ინდუსტრიის ერთ- ერთი ლიდერის, SAIC Motor- ის აქციების ფასი. თითო აქციაზე ფასმა 8.05%-ით მოიმატა და შეადგინა 20,53 იუანი. Air China- ს აქციების ღირებულება 6.30%-ით გაიზარდა.

ძირითადი ინდექსები გაიზარდა შენჟენის ბირჟაზეც. „შენჟენ კომპონენტის“ ძირითადი მაჩვენებელი 3.22% -ით 10241.08 პუნქტამდე გაიზარდა. CSI300 ინდექსმა, რომელიც ასახავს უმსხვილესი კომპანიების წილებს, ორივე ბირჟაზე 2.69%-ით მოიმატა.

შანხაის და შენჟენის ბირჟებზე აქციების ზრდა ძირითადა განაპირობა ხელისუფლების მიერ მიღებულმა იმ გადაწყვეტილებამ, რომელიც ხუბეის პროვინციაზე კარანტინის მოხსნას უკავშირდება.