თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში არსებულ საკარანტინო ზონებს მოქალაქეთა ნაწილი დღეს დატოვებს.
მისივე თქმით, რაიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით კარანტინში თბილისში არსებულ სასტუმროებში იყვნენ გადაყვანილები, საკუთარ საცხოვრებელ რაიონში თბილისის მერია გადაიყვანს.
ამასთან, როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად დამატებითი შეზღუდვები, ამ ეტაპზე, არ იგეგმება.
„საკარანტინო ადგილებს დღეს ბევრი ადამიანი ტოვებს. ასევე, მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ თბილისში მყოფი ადამიანები, ვინც სხვადასხვა სასტუმროებში იყვნენ განთავსებულები რეგიონებიდან, დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს ამ ადამიანების გადაყვანას თავიანთ საცხოვრებელ რაიონებსა და ქალაქებში“, - განაცხადა კალაძემ.