საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 428.46 მლნ ლარით შემცირდა.
„2020 წლის პირველი მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 428.46 მლნ ლარით, ანუ 0.92 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.41 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი მარტისათვის 46.23 მლრდ ლარი შეადგინა.
საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.95 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.88 პროცენტია",-აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.