Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.4738 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 15:30 საათისთვის ერთი დოლარი 3.4738 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.4762 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 24 მარტს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.4494 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7436 ლარია.

ცნობისათვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომლითაც ხორციელდება ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. ამ სისტემაში საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად, დღის ბოლოს, 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს ადგენს.