კორონავირუსის დასადგენი ტესტების შეძენის მიზნით, გამარტივებული შესყიდვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა.
სატენდერო პირობების თანახმად, იგეგმება ჯამში, 215 ათასი, კერძოდ, 211 ათასი Ag GICA Rapid Test და 4 ათასი IgG/IgM GICA Rapid Test-ის შეძენა. შესყიდვის ღირებულება კი 1 182 500 აშშ დოლარია.
ტესტების შესყიდვის მიზნით, ხელშეკრულება უკვე გაფორმდა Shenzhen Bioeasy Biotechnology-სთან.