„არემჯი“ კორონავირუსთან ბრძოლისათვის 1 000 000 ლარს გაიღებს

კომპანია „არემჯიმ“ COVID19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის 1 000 000 ლარი #StopCov ფონდში გადარიცხა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „არემჯიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, #StopCov ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.