ირაკლი ქადაგიშვილი ყველის საწარმოში რძის გადამუშავების პროცესს გაეცნო

დღეს, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა თელავის მუნიციპალიტეტში ყველის საწარმო "ცივის ყველი" დაათვალიერა და საწარმოო პროცესს ადგილზე გაეცნო. საწარმო " ცივის ყველი" ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, ხდება რძის გადამუშავება სხვადასხვა ნაირსახეობის ყველის წარმოება და სასურსათო ობიექტებში გატანა. საწარმოში მაქსიმალურად დაცულია სანიტარულ - ჰიგიენური ნორმები. თანამშრომლები სანიტარული ნორმების სრული დაცვით აჭურვილნი არიან - პირბადეებითა და ხელთათმანებით, ამავდროულად, იცავენ სოციალურ დისტანციას.

საწარმოს მეპატრონის გოჩა ღაღაშვილის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციისთვის გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინება მაქსიმალურად ხდება, რაც საწარმოს ყოველდღიურ ცხოვრებაში სასიკეთოდ აისახება.

აღნიშნულ ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.