"კოვიდ-19"-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, თითქმის მთელმა მსოფლიომ სახლში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. ერთი მხრივ, სახლში ყოფნა მოსაწყენია, მაგრამ მეორე მხრივ, ეს საუკეთესო დროა ცოდნის გაღრმავებისათვის. ასე რომ, თვითიზოლაციის დღეები, შეგიძლიათ, ნაყოფიერად გამოიყენოთ და თქვენთვის სასურველ სფეროში ცოდნა გაიღრმავოთ.
როგორ გავმდიდრდე? როგორ გავხდე წარმატებული? როგორ მივაღწიო მიზანს? - თუკი ეს შეკითხვები ერთხელ მაინც გაგჩენიათ, მათზე პასუხები იმ აუდიოწიგნებშია, რომლებსაც ახლა შემოგთავაზებთ. რაც მთავარია, მათ მოსასმენად სახლიდან გასვლა არ დაგჭირდებათ. საკმარისია აუდიოწიგნების პლატფორმას gudabooks.ge ეწვიოთ, სადაც 200-მდე აუდიოწიგნია ხელმისაწვდომი.
1. რიჩარდ გერვერი - „იაზროვნე მარტივად“
მოსაზრება, რომ წარმატება რთული ფენომენია და მას მხოლოდ ერთეულები – სუპერადამიანები აღწევენ, გადაჭარბებულია. ეს წიგნი აზროვნების სიმარტივის თავისებურებებზე მოგვითხრობს და სირთულეების მარტივად დაძლევის წესებს გვასწავლის.
„იარზოვნე მარტივად“ მსოფლიოში აღიარებული სპიკერის რიჩარდ გერვერის ნაშრომია. წიგნიდან გაიგებთ, როგორ იცხოვროთ ენთუზიაზმით და იმოქმედოთ დამაჯერებლად; ირწმუნოთ საკუთარი იდეების პერსპექტიულობის, თუნდაც ის სხვამ არ მოგიწონოთ; გადაახალისოთ თქვენი აზროვნება, ჩვევები და ქმედებები; მოიშოროთ მძიმე ტვირთი, რომელიც ხელს გიშლით წინსვლაში. „იაზროვნე მარტივად“ დაგეხმარებათ, სირთულეების გამარტივების გზების პოვნაში, რათა შეძლოთ, გახდეთ ლიდერი.
გაიუმჯობესე ცხოვრება იმაზე სწრაფად, ვიდრე წარმოგიდგენია. ეს წიგნი ამბიციური ადამიანებისთვისა; მათთვის, ვისაც სწრაფად სურს წინსვლა და წარმატება. მაგრამ ამისთვის მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. აუცილებელია სწორად დასახული მიზნები და მათი მიღწევის გონივრული მეთოდები! ეს ყველაფერი კი ამ წიგნშია თავმოყრილი.
ბრაიან თრეისი გაყიდვების გურუ, მართვის სფეროში ერთ-ერთი საუკეთესო მრჩეველი, ინსტრუქტორი, კონსულტანტი და სპიკერია. იგი მარტივად და ნაბიჯ-ნაბიჯ, არგუმენტირებულად და ორიგინალურად აგიხსნით, როგორ მიაღწიოთ სასურველს, ე.ი. მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ და აგარიდებთ ხანგრძლივ და მძიმე შრომას.
3. ნაპოლეონ ჰილი - „იფიქრე და გამდიდრდი“
წაიკითხე და გამდიდრდი! ეს წიგნი ფულის შოვნის საიდუმლოს გაგანდობთ, ბევრ რამეზე სხვანაირად დაგაფიქრებთ და მერე იქნებ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაშიც დაგეხმაროთ. ნაპოლეონ ჰილმა ნაშრომი „იფიქრე და გამდიდრდი“ თავისივე ცნობილი წიგნის – „წარმატების კანონის“ მიხედვით შექმნა. მასში წარმატებული და მდიდარი ადამიანების გამოცდილება, ნააზრევი თუ რეკომენდაციები საინტერესოდ და დახვეწილი სტილით არის გადმოცემული, ეს კი წიგნს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის.
ეს წიგნი კარნეგისა და სხვა უდიდესი ადამიანების წარმატების საიდუმლოს გაზიარებთ. მხოლოდ იმას კი არ გასწავლით, რა უნდა მოიმოქმედოთ, არამედ იმასაც, როგორ გააკეთოთ ეს. წიგნში მოცემულ მარტივ მეთოდს თუ დაისწავლით და გამოიყენებთ, ხელთ ჭეშმარიტი და ხანგრძლივი წარმატების საიდუმლო გექნებათ და ყოველთვის მოიპოვებთ იმას, რასაც ისურვებთ. იქნებ, ეს წიგნი მილიონ დოლარადაც გიღირდეთ.
4. რამაზ გიგაური - „წარმატების 365 გასაღები“
რამდენჯერ გიფიქრიათ: ნეტავ, მართლა რა არის წარმატების ფორმულა? ნუთუ, მხოლოდ ერთი გზა არსებობს ამისთვის? წიგნი „წარმატების 365 გასაღები“ სწორედ წარმატების ფორმულებზეა; იმაზე, თუ როგორ შევიცვალოთ უკეთესობისკენ, გარდავქმნათ ჩვენი ცხოვრება და ნანატრ წარმატებას მივაღწიოთ.
წიგნი გვასწავლის, თუ რა უნდა გავაკეთოთ ოცნებების ასრულებისთვის; გვასწავლის, როგორ გამოვიმუშაოთ მეტი ფული და გავმდიდრდეთ; მივაღწიოთ ჰარმონიას ადამიანებთან ურთიერთობებსა და პირად ცხოვრებაში და საბოლოოოდ,როგორ გავხდეთ ბედნიერი.
5. ბრაიან თრეისი - „მარკეტინგი“
ეს აუცილებელი სახელმძღვანელო მოიცავს 21 მძლავრ მარკეტინგულ იდეას, რომელთა გამოყენებაც ახლავე შეგიძლიათ. ბრაიან თრეისის სამარკო სიბრძნე გასწავლით, როგორ შექმნათ თქვენი მომხმარებლების ბაზა; უპასუხოთ ახალი პროდუქტისა და მომსახურების შესახებ სამ გადამწყვეტ კითხვას.
წიგნში ნახავთ სჭირო რჩევებს, თუ როგორ გამოიყენოთ ბაზრის კვლევა და ფოკუს-ჯგუფები უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად; განსაზღვროთ თქვენი შეთავაზებების სწორი ფასი; გახდეთ ჭეშმარიტად მომხმარებელზე ორიენტირებული; მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი სადისტრიბუციო არხები და სხვ.