უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. საგანგებო რეჟიმი ქვეყანაში 30 დღის მანძილზე, 24 აპრილამდე იმოქმედებს.
„ჩვენ ვაფართოვებთ კარანტინს და ვაწესებთ საგანგებო მდგომარეობას უკრაინის სახელმწიფოს მასშტაბით 30 დღის განმავლობაში“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, დენის შიმაიჰალმა სამთავრობო შეხვედრის შემდეგ.
ცნობისთვის, უკრაინაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 114 შემთხვევაა აღრიცხული.