„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ წევრმა კომპანიებმა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს საჩუქრად პიკაპები გადასცა

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ წევრმა კომპანიებმა „სი-ფი-აი ჯორჯიამ“ და „სპექტრა გეზი ჯორჯიამ“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს საჩუქრად 150 000 ლარის ღირებულების ორი პიკაპი გადასცა. ამის შესახებ ინფორამციას „დამსაქმებელთა ასოციაცია“ ავრცელებს.

„დამსაქმებელთა ასოციაცია მადლობას უხდის წევრ კომპანიებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ასეთი გამოხატულებისთვის.

კომპანიების ხელმძღვანელობის მხრიდან მოთხოვნილი ანონიმურობის მიუხედავად, საჭიროდ ვთვლით მსგავსი პრეცედენტებისთვის საჯარო მადლიერება გამოვხატოთ და ამასთან, მაგალითი მივცეთ ბიზნეს ოპერატორებს შესაძლებლობის ფარგლებში წვლილი შეიტანონ დაავადებასთან ბრძოლის და ეკონომიკური კრიზისის დაძლევის პროცესში.

დარწმუნებული ვართ სრულიად ბიზნეს, სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების თანადგომით შექმნილი კრიზისულ პერიოდს მაქსიმალურად მოკლე დროში გადავლახავთ“,-ნათქვამია ინფორმაციაში.