საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 75 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252 პირი.
ინფორმაციისთვის, 75 ადამიანიდან 10 გამოჯანმრთელებულია.