მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ოფიციალურ კრედიტორებს მოუწოდებენ, ღარიბ ქვეყნებს შეღავათები დაუწესონ

მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ოფიციალურ კრედიტორებს მოუწოდებენ, შეღავათები დაუწესონ მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ქვეყნებს, სადაც კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება.

ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, ისინი კრედიტორებს სთხოვენ დაუყოვნებლიც შეუწყვიტონ ვალების გადახდა საერთაშორისო განვითარების ასოციაციის წევრ სახელმწიფოებს, თუ მათი მხრიდან მსგავსი მოთხოვნა იქნება. მათივე თქმით, მსგავსი ქვეყნების მოსახლეობა მსოფლიო მოსახლეობის ორ-მესამედს წარმოადგენს.

ორგანიზაციები ასევე მოუწოდებენ „დიდი ოცეულის“ ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ ღარიბ ქვეყნებს კორონავირუსთან ბრძოლის დროს.