2020 წლის 25 მარტს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) საქართველოს მოქალაქეობის მქონე სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდის შექმნას აანონსებს.
ფონდის მიზანია, ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას და წაახალისოს ნიჭიერი და წარჩინებული სტუდენტები.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური გრანტების ფონდი ახალგაზრდებს სხვადასხვა სახის დაფინანსებასა და სტიპენდიას სთავაზობს. აბიტურიენტები, რომლებიც 2020-21 სასწავლო წლიდან უნივერსიტეტის სტუდენტები გახდებიან, საშუალება ექნებათ ისარგებლონ ფონდის მიერ შეთავაზებული სხვადასხვა გრანტებით.
KIU-ს ფონდის ფარგლებში დაფინანსდება:
1) სწავლის გადასახადი
2) სტუდენტურ საცხოვრებელის გადასახადი
3) სტუდენტური სტიპენდია
4) KIU ბარათი (KIU ბარათი მოქმედებს საუნივერსიტეტო კამპუსზე არსებულ სხვადასხვა ობიექტებში).
ფონდის დაფინანსება შეიძლება გაიცეს საგანმანათლებლო პროგრამის მთლიანი ხანგრძლივობის ვადით, საბაკალავრო პროგრამაზე ოთხი წლით. დაფინანსების შესანარჩუნებლად ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სტუდენტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამისი ფაკულტეტის/სკოლის შიდა მოთხოვნები და ჰქონდეს: მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA არანაკლებ 3.0) და არანაკლებ 55 კრედიტი წინა სასწავლო წლის განმავლობაში.
გრანტის აღების ვადები
სწავლისა და ცხოვრების დაფინანსების მოთხოვნისთვის აუცილებელია აბიტურიენტი დარეგისტრირდეს KIU-ს პროგრამებზე ა.წ. 30 მარტამდე (https://naec.ge/#/ge/index) KIU-ს სარეგისტრაციო ნომრით 197 და შეავსოს შესაბამისი საგრანტო განაცხადი (www.kiu.edu.ge).
სტუდენტური გრანტებისთვის განცხადებების საბოლოო დამტკიცება მოხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებისა და KIU-ში ჩარიცხვის შემდეგ.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ KIU სტუდენტური გრანტების ფონდის სახელმძღვანელო www.kiu.edu.ge ან დაგვიკავშირდით: admissions@kiu.edu.ge; ტელ.: *0197
გახდი KIU-ს სტუდენტი
მიიღე დაფინანსება და
ისწავლე სამხრეთ კავკასიაში ერთადერთ სტუდენტურ ქალაქში!
#KIU
აირჩიე #197