აშშ-ის სენატმა ახალი კორონავირუსის ფონზე ეკონომიკის სტიმულირებისთვის 2 ტრილიონი აშშ დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილებას მხარი 90-მა სენატორმა დაუჭირა. პარასკევს დოკუმენტი გადაიგზავნება წარმომადგენელთა პალატაში, ხოლო შემდეგ მას ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში გამოსვლის შემდეგ, დოკუმენტს ხელს აუცილებლად მოაწერს.
დოკუმენტის მიხედვით, თანხები მოხმარდება უმუშევრობის შემწეობას, სავადმყოფოებს და ჯანდაცვის სისტემას, ასევე ბიზნესის მხარდაჭერას. ამას გარდა, ამერიკის თითოეული მოქალაქე ერთჯერადად 1,2 ათას დოლრს მიიღებს.