28 მარტიდან, მოსკოვში სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა, ყველა ობიექტი დაიკეტება

მოსკოვში 28 მარტიდან ყველა რესტორანი, კაფე, ბარი, მაღაზია და პარკი დაიხურება. ღია დარჩება მხოლოდ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები.

„ეს შეზღუდვები არის მოსკოვის ისტორიაში უპრეცედენტო და გაურკვევლობა შეაქვს ყველა ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ დამიჯერეთ, ამ ზომების მიღება აუცილებელია“,-განაცხადა ქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა.

ცნობისთვის, რუსეთში ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით კორონავირუსის 840 შემთხვევაა დაფიქსირებული.