მიმართვა უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენებს

ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატა უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენებს მიმართავს.

მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მივმართავთ, უცხოეთში მცხოვრებ ბიზნესმენებს გულთან ახლოს მიიტანონ ჩვენი თანამემამულეების პრობლემები და დიდი ქართველის, ბიზნესმენის, დავით სარაჯიშვილის სულისკვეთებით მონაწილეობა მიიღონ უცხოეთში გაჭირვებაში მყოფი თანამემამულეების დასახმარებლად!

მოგიწოდებთ გახდეთ ჩვენი დროის "დავით სარაჯიშვილები". თქვენ ეს შეგიძლიათ. თქვენი მხარდაჭერა იქნება ქართული სოლიდარობის კარგი მაგალითი და მადლიერი თაობა სიამაყით გაიხსენებს თქვენს თავდადებას.

ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და მისი წევრი ქართველი დიასპორელი მეწარმეები სრულად ვაცნობიერებთ, რომ არსებულმა ვითარებამ განსაკუთრებული სირთულეების წინაშე დააყენა იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, უკრაინაში, რუსეთში და საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები. მათი უმეტესეობა კარგავს სამუშაო ადგილს და უახლოეს მომავალში უცხო ქვეყანაში უმუშევრად დარჩენა ელოდება, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მათი უმეტესობა შინამოსამსახურეები ან მომსახურების სფეროში არიან დასაქმებულები, უმუშევრობასთან ერთად უსახსრობის გამო უსახლკაროდ დარჩენის საფრთხის წინაშე დგება. სამწუხაროდ, დღეს უკვე გვაქვს ამის არაერთი მაგალითი სხვადასხვა ქვეყანაში.

ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი ქართველი დიასპორელი მეწარმები და მათი ორგანიზაციები უკვე ახორციელებენ უსახლკაროდ დარჩენილი ჩვენი თანამემამულეების დახმარებას მათ ადგილსამყოფელ ქვეყნებში, თუმცა საკმარისი რესურსი დავეხმაროთ ყველა უსახლკარო თანამემამულეს ამ ძნელბედობის ჟამს არ გაგვაჩნია.

ამიტომ, ამ მიზნით ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ შეიქმნა ევროპაში უსახლკაროდ დარჩენილი თანამემამულეების დახმარების სპეციალური ფონდი და ონლაინ შემოწირულობების პლატფორმა www.whydonate.nl/…/georgia-for-emigrants-against…/en, რომლის გამოყენებით ყველას შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს და დააბინავოს უსახლკაროდ დარჩენილი ჩვენი თანამემამულეები. ამ სისტემით თქვენ მიერ განხორციელებული შემოწირულობა აკუმულირდება ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის სპეციალურ ანგარიშზე სს „ქართუ ბანკში“, ხოლო მისი განკარგვა მოხდება, სხვადასხვა ქვეყნიდან დისპორული ორგანიზაციების მიერ მოწოდებული გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი სამეთვალყუერო საბჭოს მიერ,“-ნათქვამია განცხადებაში.