პაატა იმნაძის განცხადებით, თუ ქვეყანა კრიზისულ ფაზაზე გადავა, საკარანტინო ზომები უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუკი, ქვეყანა კრიზისულ ფაზაზე გადავა, საკარანტინო ზომები უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგარძელდება.

„ეს იქნება საკარანტინო ზომების უფრო და უფრო გამკაცრება. მოწოდება - დარჩი სახლში, ამის დაცვა მაქსიმალურად მოხდება და თუ საჭირო გახდება, ზუსტად ისეთივე საკარანტინო ზომების მიღება მთელ ქვეყანაში, როგორიც დღეს ორი მუნიციპალიტეტის ტერტორიაზე ხორციელდება. ისევ და ისევ რჩება ყველასათვის ეს მოწოდება - დარჩი სახლში“, - განაცხადა იმნაძემ.