ჰიპერმარკეტმა „ზოდი“-მ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერ ფონდში 20 000 ლარი გადარიცხა

სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტმა „ზოდი“-მ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყვეტილება მიიღო ფინანსური დახმარება გაეწია სახელმწიფოსთვის და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო ფონდში 20 000 ლარი გადარიცხა.

,,ჩვენი კომპანია, კარგად აცნობიერებს, რომ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის გარეშე შეუძლებელია იმ გამოწვევების გადალახვა, რის წინაშეც ახალმა ვირუსმა დაგვაყენა. საქართველო, მსოფლიოსთან ერთად დგას ურთულესი პრობლემის წინაშე, რომელიც პროპორციულად ეკონომიკურ კრიზისთან მიგვიყვანს. ჩვენ ვიზიარებთ ჩვენს წილ სოციალურ პასუხისმგებლობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ სახელმწიფოს ამ ბრძოლაში. დარწმუნებული ვართ, ერთმანეთის მხარდაჭერით შევძლებთ ახალი ვირუსის დამარცხებას და უკეთესი ეკონომიკის შენებას“ - ამბობს “ზოდი“-ს დამფუძნებელი, ზაურ გაბაიძე.

(R)