"ვითიბი ბანკმა" მობაილ ბანკი Android-ის სისტემის მოწყობილობებისთვისაც დანერგა

"ვითიბი ბანკმა" მობაილ ბანკის აპლიკაცია - VTB Mobile, Android-ის სისტემის ტელეფონების და მოწყობილობების მფლობელებს შესთავაზა.

VTB Mobile-ით შესაძლებელია დისტანციურად დღე-ღამის ნებისმიერ დროს, საბანკო ანგარიშების და ბარათების მართვა, გადარიცხვების შესრულება, სესხების და დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მიღება, მობილური ბალანსის შევსება, კომუნალური და სხვა მომსახურების საფასურის გადახდა.

"VTB Mobile-ს გააჩნია დამატებითი ფუნქციონალი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს აწარმოოს მიმოწერა ბანკთან, გაეცნოს ვალუტის გაცვლით კურსებს, ნახოს "ვითიბი ბანკის" უახლოესი ფილიალი და ბანკომატი, ავტორიზაციამდე გაეცნოს მობაილ ბანკის აპლიკაციას ინტეგრირებული დემო ვერსიის საშუალებით. VTB Mobile განკუთვნილია iOS და Android-ის სისტემის მოწყობილობებისთვის. აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია App Store-იდან და Play Store-იდან. აპლიკაცია უფასოა", - აცხადებენ ბანკში.

VTB Mobile-ის მომხმარებლის სახელისა და პაროლის მიღება შესაძლებელია ბანკის ნებისმიერ ფილიალში. ბანკის ქოლ-სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია დისტანციურადაც ბანკის სატელეფონო ცენტრში დარეკვით. VTB Mobile-ის რეგისტრაცია და მომსახურება უფასოა.