StopCoV ფონდში უკვე 12,5 მლნ-ია აკუმულირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატის ავრცელბს.
StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.
ფონდში შენატანები განახორციელეს, როგროც კომპანიებმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა.