საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4505 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 257 პირი.
ინფორმაციისთვის, 81 ადამიანიდან 13 გამოჯანმრთელებულია.